სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
გილოცავთ ფერისცვალებას უფალისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცამ ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.კონდაკი: მთასა ზედა ფერი იცვალე ქრისტე ღმერთო და რაოდენ ძალ-ედვა მოწაფეთა შენთა, დიდებაჲ შენი უჩუენე. რათა რაჟამს იხილონ ჯუარცმაჲ შენი, გულისხმა ჰყონ, ვითარმედ ვნებაჲ იგი ნებსით არს და სოფელსა უქადაგონ, ვითარმედ შენ ხარ ჭეშმარიტად ბრწყინვალებაჲ მამისა.ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მისი ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნლოვანესი მოვლენაა, ამიტომ წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულად შერაცხა. მას 6/19 აგვისტოს ვზეიმობთ. ...ახლოვდებოდა იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე. იგი უნდა ვნებულიყო ადამიანთა ცოდვებისათვის. უფალმა იცოდა, ბევრი ვერ გაუძლებდა ამას, ბევრი დაკარგავდა სასოებას და იმედს საუკუნო ცხოვრებისას, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ისინი რწმენით განემტკიცებინა.
|
სიმდაბლეზე (თავმდაბლობაზე)
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში. წმ. იოანე სინელი მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის. წმ. იოანე სინელი ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშანია, როცა სულს საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს, შეიძინოს ისინი. უკეთესია საკუთარი უძლურების და ნაკლოვანებების შეგრძნებით სიმდაბლის მოპოვება, ვიდრე ყალბი გამოსწორების იმედით ამპარტავნებაში ჩავარდნა. წმ. ამბროსი ოპტელი ყველა წმინდანი აღიარებდა თავის უღირსებას ღვთის წინაშე, ამით განცხადდა მათი ღირსება, რომელიც სიმდაბლეში მდგომარეობს. წმ. ფილარეტ მოსკოველი
|
სიცრუესა და თვალთმაქცობაზე
შეამჩნევდით, უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობით მას, ვინც პატიოსნებისა და სიუხვის ზედმეტად მაქებარია და ნუ გგონიათ, რომ დაგიცავთ ის, ვინც უზომოდ და ყველგან ლაპარაკობს სიმამაცეზე. თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად. მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება. აბბა ისაია ნუ ცდილობ ეჩვენო სხვებს მართლად, არამედ იყავი ასეთი - რადგან ცნობილია, რომ მას არ აქვს სიმართლე, ვისაც სურს ასეთი ჩანდეს.
|
აღსარებაზე
მაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თავს შეკითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ. წმ. ეფრემ ასური ნუ იფიქრებ, რომ უხერხულია აღსარების ჩაბარებისას შენი სულის მხსნელის, მოძღვრის, როგორც ღვთის წინაშე მიწაზე დამხობა. მინახავს, რომ მსჯავრდებულებს თავიანთი მწუხარე და საცოდავი იერით, გულწრფელი აღიარებით და დაბეჯითებითი თხოვნით შეურბილებიათ მოსამართლის სიმკაცარე და მისი რისხვა შეწყნარებით შეუცვლიათ. ამიტომაც იოანე ნათლისმცემელი მასთან მოსულებისგან ნათლისღებამდე ითხოვდა აღსარებას, რომელიც მას კი არ ესაჭიროებოდა, არამედ ადამიანების გამოხსნას. ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)
|
რწმენასა და ურწმუნოებაზე
არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს. სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის. ნეტარი ავგუსტინე ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მიუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
|
|
|
|