სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » ტაძრის ისტ
ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია – მდებარეობს ე. მანჯგალაძის ქუჩაზე . პირველი ტაძარი XIX საუკუნის 80-აინ წლებში აიგო. 1924 წელს ეკლესია გადაკეთდა ფეხსაცმლის საამქროდ, მოგვიანებით კი მასში აბანო განათავსეს. 19881991 წელს მის ეზოში წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის მცირე სამლოცველო აიგო. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ახლად აშენებული ტაძრის არქიტექტორია მ. კიკნაძე, ეკლესია ეკურთხა 1997 წელს. მოხატულობა შესრულდა მ. ჩაკვეტაძის მიერ. წელს მოხდა დაზიანებული ნაგებობის დემონტაჟი და ამავე პერიოდში ახალი ეკლესიის აგებისთვის დაიწყო მზადება.
ტაძრის აღწერა-საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობა მომწვანო, კარგად გათლილი ქვის ფილებითაა მოპირკეთებული. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს. დასავლეთით კარის ლუნეტს პორტაიტისას რელიეფური გამოსახულება ამკობს, სამხრეთით კარიბჭეა მიშენებული, რომელიც ორი თაღით იხსნება. მესამე, მცირე კარიდან ჩრდილოეთ მკლავში განთავსებულ სანათლავში მოხვედრაა შესაძლებელი. ფასადები კომპოზიციის სიმეტრიული გადაწყვეტითა და ორნამენტთა სიუხვით გამოირჩევა. მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტული მოტივები ამკობს სარკმელთა საპირეებსა და ფასადებზე მოცემულ ჯვრებსაც.2003 წელს ტაძრის ეზოში, აღმოსავლეთით, დაარსდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა.
|
|
|
|
|