მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 19

მამა გაბრიელი - აბორტზე

ერთხელ ეკლესიაში მრევლმა მთხოვა ერის
გამრავლებისათვის გადამეხადა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი.
გადავიხადე და შემდეგ დავბრუნდი მცხეთაში. ღამით ასეთი სიზმარი ვნახე:
ვდგევარ მინდორში. უცებ მომიახლოვდა ძველი მეომარივით ჩაცმული, ფარით და
შუბით აღჭურვილი ორი პირქუში კაცი. მკლავზე ხელი მომკიდეს და ძალით
მიმიყვანეს ეკლესიის მსგავს შენობასთან, რომელსაც თავზე ჯვარი არ ჰქონდა.

შენობას
ორი კარი ჰქონდა, შესასვლელი და უკან გასასვლელი. მაიძულეს წინა კარით
შევსულიყავი და კარიც მომიხურეს. შესვლისთანავე შეძრწუნებული კედელს
გავეკარი, რადგან იატაკი სისხლის გუბით იყო სავსე, ჭერიდან კი ყველგან
განუწყვეტლივ ცვიოდა სისხლიანი ნაკუწები. ვხედავდი, რომ ეს იყო ჩვილი
ბავშვების დაგლეჯილი და დანაწევრებული სხეულის სხვადასხვა ნაწილები:
ხელები, ფეხები, თითები, ყურები, ტანი, პირი, ცხვირი, თავი და სხვა.
იატაკს შუაში დიდი ხვრელი ჰქონდა, საიდანაც სისხლში არეული ის ხორცის
ნაფლეთები დაბრუნებული მორევივით სწრაფად რაღაც სიბინძურეში გაედინებოდა,
მიუხედავად ამისა მთელი იატაკი მუხლის სიმაღლემდე სავსე იყო სისხლის
გუბით, რადგან გამუდმებით ემატებოდა და ემატებოდა ჭერიდან ჩამოსული სისხლი
და სისხლიანი ნაკუწები.

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 560 | Добавил: daviti | Дата: 19.06.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა


მამათა გამონათქვამები

ოჯახზე, ქორწინებაზე, ბავშვებზე
ჯობს ხშირად ღმერთს ელაპარაკო შენი შვილის შესახებ, ვიდრე შვილს ღმერთის შესახებ.
ყმაწვილის
სულს თავისუფლება სწყურია, ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებას.
იმის მაგივრად, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავი აბეზრო და ყოველი
წვრილმანისათვის ლანძღო, ეს საქმე ქრისტეს მიანდე, ღვთისმშობელს და
წმინდანებს და მათ თხოვე მისი გამოსწორება. ბავშვს ისე მოექეცით, როგორც
კვიცს ექცევიან: ხან მიუშვებენ, ხან მოწევენ სადავეს. როცა კვიცი წიხლებს
ისვრის, ხელს ნუ შეუშვებ სადავეს, ოდნავ მოუშვი, თორემ აღვირს გაწყვეტს.
მაგრამ როცა დამშვიდებულია, მოჭიმე სადავე და წაიყვანე იქით, საითაც გსურს.
მშობლებს
უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი.
ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდა
იყოს: შენი ორეული.
ათონელი ბერი ეპიფანე

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 610 | Добавил: daviti | Дата: 19.06.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz