სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24
იერუსალიმი
|
1927 წელს წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ლოცვით განიკურნა ებრაელი მოსე კალმანოვიჩი, რომელმაც შემდეგ ქრისტიანობა მიიღო.
დალაქი მოსე კალმანოვიჩი კუჭნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული. ყოველგვარმა მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა, ავადმყოფობა დღითიდღე ძლიერდებოდა. საკვებად მხოლოდ სითხის მიღება თუ შეეძლო. ბოლოს ცოლთან ერთად მოსკოვში, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა. ხანგრძლივი და გულდასმით გამოკვლევის შემდეგ ექიმმა კალმანოვიჩის ცოლს უთხრა, რომ ავადმყოფი მხოლოდ ორ კვირას თუ იცოცხლებდა და შინ დაბრუნება ურჩია.
როდესაც კლინიკიდან სახლში ბრუნდებოდნენ, გზად წმიდა პანტელეიმონის სამლოცველოს ჩაუარეს. კალმანოვიჩმა მასში შესვლა მოისურვა. ცოლი დაბეჯითებით უმტკიცებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან ეს მათ რელიგიას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ავადმყოფმა თავისი გაიტანა და სამლოცველოში შევიდა. იქ იმ დროს საზოგადო ლოცვა აღესრულებოდა. კალმანოვიჩი მივიდა წმიდა პანტელეიმონის ხატთან, დაიჩოქა და ღვთისმსახურების დამთავრებამდე არ ამდგარა. შემდეგ მიეახლა ხატს და ცრემლმორეული ემთხვია. სამლოცველოდან გამოსულმა კი ცოლს უთხრა: „სრულიად ჯანმრთელი ვარ, არაფერი მაწუხებს, ახლავე დავბრუნდეთ კლინიკაში და შევამოწმოთ".
|
|
|
|
|