მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 04
ბევრი მართლმადიდებელი ვარდება ცოდვაში, როცა თავისებურ ახსნას უძებნის
რელიგიურ საკითხებს. ეკლესიურ დოგმებს ეწინააღმდეგება და ყველაფერს
თავისებურად აკეთებს, ისე, როგორც მას ესმის. ქრისტიანმა რომ შეცდომა არ
დაუშვას, სწორედ ამისთვის არსებობს წმინდა წერილები, ღირს მამათა
დარიგებანი და სწავლებანი, დაბოლოს, სწორედ იმისთვის გვყავს სულიერი
მოძღვარი, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მან გაგვცეს და დასკვნები თავად არ
ვაკეთოთ. ამ საკითხზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის
ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე).

– მამაო, ხშირად გვსმენია, გონებით ან გულით მწამს უფალიო. და მაინც, როგორ უნდა გვწამდეს ღმერთი – უფრო გონებით თუ უფრო გულით?


ფიქრით, აზროვნებით, შინაგანი შემეცნებით, საეკლესიო საიდუმლოებების
განაცხადით, ეკლესიური ცხოვრებით... თუ ასე შევიმეცნებთ უფალს, აუცილებლად
მოხდება ადამიანის გონების ცვლილება, მისი მოქცევა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ
ადამიანი თითქოს სწორად აზროვნებს, მაგრამ გული სხვა მხარეს ეწევა და
ცოდვებში ვარდება, გაორებული ხდება. არსებობს მეორე უკიდურესობაც –
ადამიანი მხოლოდ გულით მოქმედებს და არ სურს, გონება დაძაბოს, უფალი
შეიმეცნოს. თავს არ იწუხებს წმინდა წერილებისა და ღირსი მამების წიგნების
კითხვით. ზოგი მარტო ზიარებით, აღსარებით, ეკლესიაში სიარულით ცდილობს
წინსვლას და არა – გონებრივი შემეცნებით, გამოცდილებით. ხშირად გონებით
სწამთ ღვთის არსებობა, ბევრს კითხულობენ, აზროვნებენ, მაგრამ არ აქვთ
საეკლესიო ცხოვრების გამოცდილება. ესეც სულის დაზიანების ნიშანია. ამიტომ
გეტყვით, ეკლესიური ადამიანი უნდა გახდეს მეცნიერი და მეცნიერი –
ეკლესიური.

ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი სრულიად უარყოფს
ეკლესიურ ცხოვრებას, ვარდება განყენებულ ღვთისმეტყველებაში და მიაჩნია, რომ
ეკლესიური ცხოვრება ზოგადი, საჯარო ქრისტიანული ცხოვრების გზით ღვთის
შემეცნების გზაა, რომელიც რჩეულებისთვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ
მასისთვის.

ზოგიერთი მორწმუნე მხოლოდ პირადი გამოცდილებით ვარდება
ილუზიებსა და განცდებში და უარყოფს გონებრივ გამოცდილებას. ის აზრი, თითქოს
მისტიკური გამოცდილება მხოლოდ ნიჭიერი ადამიანების პრეროგატივაა,
დანარჩენებს კი დოგმატური სწავლების ბრმა მორჩილების შესაძლებლობა რჩებათ,
მცდარია. წინასწარმეტყველებს, რომლებსაც ღმერთი ელაპარაკებოდა, მოციქულებს,
რომლებიც თავიანთი ყურით ისმენდნენ სიცოცხლის სიტყვებს, ჰქონდათ
სარწმუნოება, რომელიც ღმერთთან ურთიერთობის პირად გამოცდილებაზე იყო
დამყარებული. სხვებისთვის ასეთი გამოცდილება მიუწვდომელია, ყოველ
შემთხვევაში, სავალდებულო არ არის. საჭიროა, ადამიანს ჰქონდეს რწმენა და
ესმოდეს საეკლესიო სწავლება.

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 845 | Добавил: daviti | Дата: 04.11.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

საქართველოში ბევრი წმინდა ადგილია, მაგრამ ბევრი მათგანის შესახებ ერში
არაფერი ვიცით. მათ შორისაა იმერეთში, ჭიათურაში კაცხის წმინდა სვეტი,
სადაც ოდესღაც მესვეტე ბერები მოღვაწეობდნენ. საქართველოში მესვეტეობას
საფუძველი ასურელმა მამებმა ჩაუყარეს. მეცნიერთა ვარაუდით, ასურელი მამები
მოწაფეები უნდა ყოფილიყვნენ სირიაში, შავ მთაზე მოღვაწე მამის, სვიმონ
მესვეტისა.

გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი კაცხის
სვეტს ასე აღწერს: "...აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა ამოყვანილი
ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ
ვეღარარა აღავლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა".

ლეგენდის
მიხედვით, ვინც კაცხის სვეტზე ავიდოდა, თვალები დაევსებოდა. პირველად იქ
ალპინისტ ალიოშა ჯაფარიძის მეთაურობით ჯგუფი ავიდა. მათ შორის მწერლები
ლევან გოთუა და აკაკი ბელიაშვილიც იყვნენ. მათ იქ ქვით ნაშენი, დანგრეული
პატარა ზომის ეკლესია დახვდათ. მის სამხრეთით იყო აკლდამა, რომელშიც ერთი
ადამიანის ჩონჩხი ესვენა. იქვე იყო ექვსი ცალი ქვევრი წყლის მარაგისთვის,
ბერების საცხოვრებელი, კელია. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ იქ მესვეტე
ბერები ცხოვრობდნენ. არავინ იცის, უკანასკნელი მათგანი როდის გარდაიცვალა
და როდის შეწყდა სვეტზე ცხოვრება.

უფლის ნებით, დაახლოებით 15 წლის
წინ იმ ადგილას განდეგილი ბერი დასახლდა. კაცხის სვეტზე პირველად მაშინ
აინთო ნაკურთხი სანთელი. მალე იქ სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და
კაცხის სვეტზე მესვეტე, განდეგილი ბერი დაიწყებს ცხოვრებას.

ჩვენი
რესპონდენტის, ნინო ხუციშვილის დედულეთი ჭიათურაშია. ამიტომ კაცხის წმინდა
სვეტზე ბავშვობიდან ჰქონდა გაგონილი. ახლა კი ის ადგილი მისი ოჯახისთვის
საოცრად ბევრს ნიშნავს. ამბობს, რომ იქიდან მისი ოჯახის ყველა წევრს
საოცარი მადლი ეფინება. ფიქრობს, რომ სწორედ ამ მადლმა ტაძრამდე მიიყვანა.
ნინო 25 წელი სხვადასხვა სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლში ცეკვავდა.
გათხოვების შემდეგ კი სცენას ჩამოშორდა. მისი მეუღლე, ზვიად ზაქარეიშვილი,
მართლმადიდებელი მრევლია. მათ ორი შვილი, ზაზა და საბა ჰყავთ. ოჯახი
თბილისში ცხოვრობს, თუმცა ჭიათურას ხშირად სტუმრობს.
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 734 | Добавил: daviti | Дата: 04.11.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz