სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2010 » ნოემბერი » 24
წმიდა ისააკ ასური ”სულიერი სიბრძნე ამსოფლიური სიბრძნისაგან იმით განირჩევა, რომ სულიერი სიბრძნისგან, სულში დუმილი დაემკვიდრება, ხოლო ამსოფლიური სიბრძნისგან - მრავლისმეტყველებისა და განცხრომის წყარო გადმოდის”.
”უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს”.
”იდევნე შენ და ნუ სდევნი სხვათა. ჯვარს ეცვი და ნუ ჯვარს აცვამ. ივნე და სხვას ნუ ავნებ. თავს იდევ ცილისწამება და ნუ დასწამებ ცილს. იყავ წესიერი და ნურავის ეშურები ბოროტსა ზედა”.
”ლოცვა იმ ადმიანისა ვისაც ძვირი ახსოვს, კლდეზე დათესილ თესლს ჰგავს. უწესო მოღვაწე - უნაყოფო ხეა. შურით მხილება მოწამლული ისარია. ბრძენთა საუბარი ტკბილი წყაროა. ბოროტის მოქმედ კაცთან ყოფნას მხეცებთან ერთად ყოფნა სჯობს. განრღვეულთა შორის ჯდომა სჯობს ამპარტავანთა შორის ჯდომას”.
”იმ დღეს როდესაც ვინმეზე ცუდს იტყვი შენი თავი მკვდრად ჩათვალე უფლის წინაშე”.
”როგორც აგიზგიზებული ცეცხლის ალს ვერავინ შეაჩერებს რომ ზეცად არ ავიდეს, ასევე მოწყალე კაცის ზეცად მიმავალ ლოცვას ვერავინ შეაჩერებს”.
ბოროტი ჩვეულების უფრო გეშინოდეს ვიდრე მტრებისა.
სული რომელიც თავად სნეულია და სხვებს ასწავლის ბრმა წინამძღოლს ჰგავს.
ის ვინც ლოცულობს და მარხულობს მაგრამ ძვირისმხსომელია იმ კაცს წააგავს ვინც ზღვაზე თესავს და იმედი აქვს რომ მოიმკის.
|
|
|
|
|