მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 08

შობის მარხვა

კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი
იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25
დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან
პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის
ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).

საშობაო
მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი
წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის
განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას;
რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და
მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა
და უწმინდური ზრახვებით".

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 743 | Добавил: daviti | Дата: 08.12.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა



წმიდა მამათა გამონათქვამებიწმიდა ანტონი დიდი

კადნიერად და უდებებით შესრულებული ლოცვა-უქმისმეტყველებაა მხოლოდ.

ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნუღარაფერს ეტყვი მას.

სიმდაბლე
არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე
ბაგეები სიტყვას: ”მაპატიე” და მოვა სიმდაბლე... უწინარეს ყოვლისა, ნუ
შეიქმნი შენს თავზე რაიმე წარმოდგენას და იქნები მდაბალი... გეშინოდეს
იმისა, რომ შენს მიერ ჩადენილი რაიმე საქმის გამო სახელგანთქმული გახდე.

ადამიანებს,
რომელთაც ბუნებით შინაგანი სიკეთე არ აქვთ, იმედი არ უნდა გადაიწურონ, არ
უნდა ეგონოთ, რომ მათთვის ღვთისმოშიში და სათნოყოფილი ცხოვრება
მიუღწეველია, არამედ ღრმად უნდა ჩაუფიქრდნენ საკუთარ თავს და თავიანთი
სულის გადასარჩენად ძალისხმევა არ დაიშურონ.

ვინც მთელი სულით და
გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და
მიწისმიერი სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ
ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ
მამა-ღმერთს არ მიაპყრობს ზეცად, - ის ვერ მოიპოვებს სულიერ ხსნას.
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 600 | Добавил: daviti | Дата: 08.12.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz