მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » სხვა და სხვა

სჯობს ისევ ცოდვა სინანულით, ვიდრე სიმართლე თავდაჯერებით.

წმ. იოანე ოქროპირი

საკუთარ თავზე წარმოდგენა არის ის კედელი, რომელიც ადამიანს აშორებს ღვთისაგან.

წმ. მაკარი დიდი

როგორც
კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება,
მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო.
ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე
მისი სათნოებანიც გაიხსენე.


წმ. ბასილი დიდი

რისთვის
განსცხრები და ზვაობ, კაცო? რად განლაღებულხარ და ღრუბელზე მეტად მაღლობ?
გულის-ხმა-ჰყავ ბუნება შენი, რომ მიწა ხარ და ნაცარი და მცირე ხნის შემდეგ
მტვრად იქცევი.


წმ. მაქსიმე აღმსარებელი

ამპარტავნება
– ეს წყალქვეშა ქვაა, რომელზედაც ხშირად იმტვრეოდნენ ისინიც კი, ვინც
დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ვნებათა გრიგალებსა და სხვადასხვა
განსაცდელებს.

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 811 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა


ტროპარი: სამართლად შეუვრდებით დღეს ღუთივსახიერსა და ყოვლადსასწაულთმოქმედსა ხატსა
ყოვლადწმიდისა ღუთისმშობელისასა და მართლითა გულითა უგალობთ ზეციურსა ბარძიმსა
აღუვსებელსა მოწყალებისასა და მორწმუნეთა ერთათვის სასწაულთა მიმთუალველსა. რამეთუ
ჩუენცა მხილველნი და მსმენელნი მათნი ვიხარებთ სულითა და ხმითა გალობისათა ვხმობთ:
ყოვლადმოწყალეო დედუფალო, ვნებანი და წყლულებანი ჩუენნი განკურნენ, ევედრე ძესა
შენსა - ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
ტროპარი: თაყუანისა ვსცემთ რწმენითა ღმრთიურსა და საკვირველსა ხატსა შენსა,
ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, რომელი ბარძიმისა შეუსმელისაგან გულმოწყალებისა
შენისაგან დაარწყულებ ჩუენთა გულთა და კეთილმორწმუნეთა კაცთა მოუვლენ საწაულთა.
ჩუენცა, მხილველნი და მსმენელნი ამისა, ვიხარებთ სულიტა და ლხურვალედ გიღაღადებთ:
დედოფალო უმოწყალესო, განკურნენ სნეულებანი და ვნებანი ჩუენნი, ევედრე ძესა შენსა,
ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, დახსნისათვის სულთა ჩუენთა.

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 1079 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები
მოგვითხრობენ, რომ იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე იაკობი და
იოანე მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა:"და გაბრწყინდა პირი
მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი"
(მათე;17,2) . ლუკა მახარობელი კი გვეუბნება, რომ ქრისტეს ფერისცვალება
ლოცვისას მოხდა: "და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვა პირისა მისისაი სხუა და
სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე"(ლუკა 9,29). მაცხოვარმა ფერი იცვალა
მოწაფეთა რწმენის განსამტკიცებლად,რათა ისინი, როცა მოძღვრის ჯვარცმასა და
სიკვდილს იხილავდნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ყოველივე კაცობრიობის
ცოდვებისაგან გამოხსნისათვის იყო აუცილებელი.
როცა იესო ქრისტე
მოციქულებს თავისი ღვთაებრივი დიდებით წარმოუდგა, მის გვერდით
წინასწარმეტყველნი, მოსე და ილია იდგნენ:"და აჰა ეჩუენნეს მათ მოსე და
ელია მის თანა და თანაზრახვიდეს"(მათე17.3) მახარებელი ლუკა იმასაც
გვამცნობს, თუ რაზე ესაუბრებოდნენ ისინი უფალს:" იტყოდეს განსვლასა მას
მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალიმს".(ლუკა;9,31).განსვლაში აქ
იგულისხმება სიკვდილის მეშვეობით ქრისტეს წასვლა მიწიერი ცხოვრებიდან,
მისი აღდგომა და ზეცად ამაღლება.
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 743 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

« 1 2 ... 6 7 8
საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz