სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2010 » ივლისი » 19
მამათა გამონათქვამები - ღმერთზე და დღესასწაულებზე მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი. წმ. ეფრემ ასური
გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. წმ. ისააკ ასური
უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. წმ. ტიხონ ზადონელი
როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა. წმ. ანტონი დიდი
ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
|
|
|
|
|