მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » 2010 » ივლისი » 19 » მამათა გამონათქვამები - ღმერთზე და დღესასწაულებზე
14:34
მამათა გამონათქვამები - ღმერთზე და დღესასწაულებზე



მამათა გამონათქვამები - ღმერთზე და დღესასწაულებზე
ღმერთზე
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.

წმ. ეფრემ ასური

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში
ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ
რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.

წმ. ტიხონ ზადონელი

როცა
ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი
ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა
ამა სოფლისათა.

წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც
ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს,
ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ:
ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა
ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ
პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს
მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც.
ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ
სათქმელს ასე ნიღბავს.

ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)

დღესასწაულებზე

საერო
დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვილი; საეკლესიო
დღესასწაულებზე შეიძლებდა და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტითი და ქმედითი
სიბრძნის სულიერი სიმდიდრე ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ
დღეებში.

დღესასწაული იმისთვის არაა, საქმე რომ გადადო და უქმად დარჩე.
დღესასწაული უქმი კი არაა, უქმეა ანუ სულის სიხარულია ღმერთის უდიდესი წყალობის შეგნების გამო.

ვლადიმირის ეპისკოპოსი თეოფანე

დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც უსულო სხეული.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ქრისტიანისათვის ყოველი დრო დღესასწაულია მისთვის მიძღვნილი საბოძვარი სიუხვის გამო.
დღესასწაული
კეთილი საქმეების, სულის ღვთისმოსავი განწყობილებისა და წესიერი ცხოვრების
გამოვლენაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია იდღესასწაულო.

წმ. იოანე ოქროპირი

თუკი
საქმეები და ყოველდღიური საქმიანობა უნდა მიატოვო სადღესასწაულო დღეებში,
მით უმეტეს, უნდა მოერიდო საქმეებს, რომელთა კეთებაც სადაგ დღეებშიც არაა
ნებადართული.

განა ბევრნი არ არიან ჩვენს შორის ისეთები, რომლებიც
დღესასწაულის დილის საათებს ძილში ატარებენ? და ეს ღამის შემდეგ, რომელიც
ისეთ დღედ იქცა, მზის ღირსი რომ არაა.

მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

დღესასაწული
იმისთვის არაა, რომ ვითავნებოთ და საკუთარი ცოდვები ვამრავლოთ, არამედ
იმისთვის, რომ რაც გვაქვს, იმისგანაც განვიწმინდოთ.

წმ. იოანე ოქროპირი

მშვენიერი უქმეა ცოდვისაგან უქმობა.
ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.
ნათელი დღეები ნათელია მხოლოს სუფთა და უბიწო სულისთვის.
ვინც წმინდა გულით ზეიმობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს.

მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 671 | დაამატა: daviti | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz