მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 01

მამათა გამონათქვამები - მოთმინებასა და მორჩილებაზე

ნებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

მორჩილება ცეცხლივით სწვავს ვნებებს.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
წმ. ანტონი დიდი

რა
წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი:
„ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!" მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე
მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი
უსიამოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც,
შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.

ღირსი ანტონ ოპტინელი


Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 598 | Добавил: daviti | Дата: 01.10.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

მამათა გამონათქვამები - ავადმყოფობებსა და განსაცდელებზე

ვინც ავადმყოფობისას ითმენს და მადლობს უფალს, ის მოწამის გვირგვინს იღებს.
წმ. იოანე ოქროპირი

გიკვირს
განა, რატომ მომივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და
სნეულებასო?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და
შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი
ცხოვრება - ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად
გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს
წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას,
ყოველივე დაჰკარგოს, მშიერი და მწურვალი იყოს, სნეულებებმაც შეაწუხონ, რათა
იძულებული გახდეს კვლავ შენ დაგიბრუნდეს?! აბა, განა ასე არ მოიქცევი?!
დიაღაც, რომ ამას იქმ, და როცა უძღები შვილი დაგიბრუნდება, სიხარულით
ჩაიკრავ მას გულში და მშვიდობით შეიწყნარებ! მაშ, რაღად გიკვირს შემოქმედი
ღმერთის ზრუნვა ჩვენზე, მის უძღებ ცოდვილ შვილებზე? მას ხომ უსაზღვროდ
ვუყვარვართ და მხოლოდ ის სურს, რომ დავუბრუნდეთ და სამარადისო მისმიერ
სიხარულში ვჰგიებდეთ!

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი



Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 571 | Добавил: daviti | Дата: 01.10.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

სასოწარკვეთილებაზე

სასოწარკვეთილების წუთებში იცოდეთ, რომ უფალი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ უფალს.
ს.ა. ნილუსი
ყოველგვარ
მწუხარებაში: ავადმყოფობაში, შეჭირვებაში, გაურკვევლობასა და
უსიამოვნებაში უმჯობესია ნაკლები იფიქრო და ცოტა ესაუბრო საკუთარ თავს,
მეტი ილოცო, თუნდაც ხანმოკლედ შეევედრო ქრისტე ღმერთსა და მის ყოვლადწმიდა
დედას. ამგვარად სასოწარკვეთილება გაივლის და გული ღვთის იმედითა და
სიხარულით აღივსება.
ღირსი ანტონ ოპტინელი
ეშმაკის მზაკვრული საქმეა სასოწარკვეთილება ჩაგვინერგოს მას შემდეგ, რაც ცოდვაში ჩაგვაგდებს.
აბბა სტრატილატე

შურზე
შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც.
წმ. გრიგოლ პალამა

სიმდიდრესა და სიგლახაკეზე
თქვენ
ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ
ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა
სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის.

წმ. ბასილი დიდი

ხშირად შეაგონებდე საკუთარ თავს, რომ ან სიმდიდრე დაგტოვებს მოკლე ხანში, ან შენ დატოვებ სიმდიდრეს.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 1667 | Добавил: daviti | Дата: 01.10.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

"ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა"

ჩვენ
ხშირად გვსურს ვამხილოთ და დავმოძღვროთ ჩვენი ახლობლები. მაგრამ უმეტესად
ამით მხოლოდ ზიანს ვაყენებთ. ვასწავლოთ სხვას - ეს ძალიან ძნელი და
საპასუხისმგებლო საქმეა და მხოლოდ სულიერად ძლიერ ადამიანს ძალუძს.
როგორც
ღირსი იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "ვისაც სურს, ასწავლოს სხვას ან
მისცეს რჩევა, თავდაპირველად თვითონ უნდა განიწმინდოს ვნებებისაგან, რომ არ
შეცდეს ღმრთის ნების შემეცნებაში და კარგად გაიგოს მისი სულიერი წყობა,
ვისაც ის სიტყვას ეუბნება. ყველას ერთნაირად არ რგებს ერთი წამალი, თუმცა,
შეიძლება ავადმყოფობა ერთი და იგივე იყოს".
რჩევის ან მითითების მიცემის
თაობაზე ღირსი ისააკ ასური ამბობს: "თუ შეეცდები ვინმეს რაიმე სასარგებლო
უთხრა, უთხარი ისე, თითქოს შენც სწავლობ, არა მბძანებლობით და ურცხვად, და
მანამდე შენი თავი განსაჯე და აჩვენე, რომ შენ მასზე დაბალი ხარ, რათა
მსმენელს სიმდაბლის ფასი დაანახო და შენი მოსმენის სურვილი გაუღვიძო".
ამასთან
ერთად არის ერთი ფორმა ახლობელი ადამიანის სწავლებისა და დარიგებისა,
რომელიც ყველასათვის მისაღებია და ყოველთვის შეიძლება გამოვიყენოთ: ეს არის
სწავლება საკუთარი ცხოვრების და ქცევის მაგალითით. ეს მდუმარე ქადაგება
ყველაზე უფრო დამარწმუნებელია და თვით მქადაგებლისთვისაც მაცხოვნებელია.
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 553 | Добавил: daviti | Дата: 01.10.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

მოწყალების მადლი

ერთ-ერთ
მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც
გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და გლახაკებისადმი მოწყალებით. იგი ზიარებისა
და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში, და
აი, ერთხელაც მოძღვართან გზად მიმავალმა დავარდნილი, დაწყლულებული გლახაკი
დაინახა, რომელიც ადგომას და იმავე მონასტრისაკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ
ძალა არ ჰყოფნიდა. მარტირიმ ძირს გაფინა თავისი მანტია, ზედ დააწვინა
დავრდომილი, მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა ტაძრისკენ.
წინასწარგანჭვრეტის
ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერმა მამამ საძმოს წევრებს უბრძანა:
იჩქარეთ, ახლავე გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და მხრებით
ღმერთს მოაბრძანებსო.
მარტირიმ კი ალაყაფის კარს რომ მიაღწია,
დავრდომილი მიწაზე დასვა, რათა კარები გაეღო, მაგრამ როცა გლახაკის
ასაყვანად მიბრუნდა, აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამაღლებული იესო
ქრისტე და გაიგონა სიტყვები: "მარტირი, შენ არ უგულებელმყავ მე მიწაზე, მე
არ უგულებელგყოფ შენ ზეცაში. შენ აქ შემიწყნარე, მე კი საუკუნოდ
შეგიწყნარებ შენ".
მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ.
მოძღვარმა ჰკითხა: ძმაო ჩემო, სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა?!
მარტირიმ ცრემლით უპასუხა: მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან
დავემხობოდიო.
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 574 | Добавил: daviti | Дата: 01.10.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz