მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა
18:56
ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა
"ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა"

ჩვენ
ხშირად გვსურს ვამხილოთ და დავმოძღვროთ ჩვენი ახლობლები. მაგრამ უმეტესად
ამით მხოლოდ ზიანს ვაყენებთ. ვასწავლოთ სხვას - ეს ძალიან ძნელი და
საპასუხისმგებლო საქმეა და მხოლოდ სულიერად ძლიერ ადამიანს ძალუძს.
როგორც
ღირსი იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "ვისაც სურს, ასწავლოს სხვას ან
მისცეს რჩევა, თავდაპირველად თვითონ უნდა განიწმინდოს ვნებებისაგან, რომ არ
შეცდეს ღმრთის ნების შემეცნებაში და კარგად გაიგოს მისი სულიერი წყობა,
ვისაც ის სიტყვას ეუბნება. ყველას ერთნაირად არ რგებს ერთი წამალი, თუმცა,
შეიძლება ავადმყოფობა ერთი და იგივე იყოს".
რჩევის ან მითითების მიცემის
თაობაზე ღირსი ისააკ ასური ამბობს: "თუ შეეცდები ვინმეს რაიმე სასარგებლო
უთხრა, უთხარი ისე, თითქოს შენც სწავლობ, არა მბძანებლობით და ურცხვად, და
მანამდე შენი თავი განსაჯე და აჩვენე, რომ შენ მასზე დაბალი ხარ, რათა
მსმენელს სიმდაბლის ფასი დაანახო და შენი მოსმენის სურვილი გაუღვიძო".
ამასთან
ერთად არის ერთი ფორმა ახლობელი ადამიანის სწავლებისა და დარიგებისა,
რომელიც ყველასათვის მისაღებია და ყოველთვის შეიძლება გამოვიყენოთ: ეს არის
სწავლება საკუთარი ცხოვრების და ქცევის მაგალითით. ეს მდუმარე ქადაგება
ყველაზე უფრო დამარწმუნებელია და თვით მქადაგებლისთვისაც მაცხოვნებელია.


დაცემული ქრისტიანები წარმართებზე უმეტესად დაისჯებიან

მამა
მაკარი ჰყვებოდა: ერთხელ უდაბნოში თავის ქალა ვიპოვე. როდესაც ჩემი პალმის
ჯოხი მოხვდა მას, დაილაპარაკა; მე ვკითხე: ვინ ხარ? და მან მიპასუხა: მე
იმ ქურუმების წინამძღოლი ვიყავი, რომლებიც ამ ადგილებში ცხოვრობდნენ - შენ
კი მაკარი სულშემოსილი ხარ, როდესაც მათთვის იწყებ ლოცვას, ვინც ტანჯვასა
და მწუხარებაში იმყოფებიან, ისინი შვებას გრძნობენ, რაც იმაში გამოიხატება,
რომ ერთმანეთის სახეებს მცირეოდენად ხედავენ. ბერი დაინტერესდა, სად იყო
ქვესკნელში ყველაზე მძიმე სატანჯველი და თავის ქალისაგან შეიტყო, რომ
ქურუმების ქვემოთ, სიღრმეში უმეტესად იტანჯებოდნენ ადამიანები, რომელთაც
შეიცნეს ღმერთი, მაგრამ შემდეგ თავიანთი საქმეებითა და ცხოვრებით
განარისხეს და უარყვეს იგი. ამას ის დაცემული ქრისტიანების შესახებ
ამბობდა.


უნებლიე მარხვა უფლისთვის სათნო არ არის

ერთ
ბერს ვინმე წარჩინებულმა ჰკითხა: "თუკი ადამიანისათვის საჭიროა მარხვა და
თავშეკავება, მაშინ რატომ არის ამქვეყნად შექმნილი ამდენი სასიამოვნო,
ჩვენთვის დამატკბობელი რამ?" ბერმა უპასუხა: "თუკი ღმერთი არ შექმნიდა
ამდენ მიწიერ რამეს, მაშინ ყველა უნებლიედ იმარხულებდა. მიწიერი სიკეთეები
იმისათვის არ არის, რომ დავტკბეთ, ისინი მარხვის სრულყოფილებისთვისაა.
ღმერთს არ სურს უნებლიე მარხვა, მას ნებავს, რომ ჩვენ ნებით ვმარხულობდეთ
მხოლოდ, მისდამი სიყვარულის გამო".
კატეგორია: სხვა და სხვა | ნანახია: 554 | დაამატა: daviti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz