მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » სხვა და სხვა
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა...
თავიანთი კავშირის პირველი თვეები წმინდა წყვილმა მშვიდობიანად და ღვთისმოსაურად
გაატარა. მათ მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა
შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. მართალი იოსები
თავისი წინაპრების სიმდიდრით და დიდებულებით არ გამოირჩეოდა, მათგან ხომ ბევრი მეფე
და წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მათ შორის საუკეთესოთაგან სათნოებათა საგანძური
მიიღო.

ძველი ჩვეულების თანახმად, იოსები ხეს სახლში კი არ ამუშავებდა, სადაც მისი
ოჯახი ცხოვრობდა, არამედ მისგან განცალკევებულ სახელოსნოში. ის შორს არ იყო მართალი
ანნას სახლიდან და ერთი ვიწრო თახისაგან შედგებოდა, რომელიც ცხრა ან თორმეტი
კვადრატული მეტრი თუ იქნებოდა. სახლის წინა მხარეს ქვის სკამი იდგა, - დაღლილ
მგზავრთა მოსასვენებლად, რომელსაც შუადღის მზის მწველი სხივებისაგან პალმის ტოტებით
გაკეთებული ჩერო იცავდა. უდრტვინველი და გულმოდგინე იყო მართალი იოსების უმძიმესი
შრომა.
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 551 | Добавил: daviti | Дата: 09.12.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

შობის მარხვა

კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი
იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25
დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან
პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის
ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).

საშობაო
მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი
წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის
განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას;
რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და
მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა
და უწმინდური ზრახვებით".

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 742 | Добавил: daviti | Дата: 08.12.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა



წმიდა მამათა გამონათქვამებიწმიდა ანტონი დიდი

კადნიერად და უდებებით შესრულებული ლოცვა-უქმისმეტყველებაა მხოლოდ.

ვინც ყურად არ იღებს შენს სიტყვებს, ნუღარაფერს ეტყვი მას.

სიმდაბლე
არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე
ბაგეები სიტყვას: ”მაპატიე” და მოვა სიმდაბლე... უწინარეს ყოვლისა, ნუ
შეიქმნი შენს თავზე რაიმე წარმოდგენას და იქნები მდაბალი... გეშინოდეს
იმისა, რომ შენს მიერ ჩადენილი რაიმე საქმის გამო სახელგანთქმული გახდე.

ადამიანებს,
რომელთაც ბუნებით შინაგანი სიკეთე არ აქვთ, იმედი არ უნდა გადაიწურონ, არ
უნდა ეგონოთ, რომ მათთვის ღვთისმოშიში და სათნოყოფილი ცხოვრება
მიუღწეველია, არამედ ღრმად უნდა ჩაუფიქრდნენ საკუთარ თავს და თავიანთი
სულის გადასარჩენად ძალისხმევა არ დაიშურონ.

ვინც მთელი სულით და
გულით, მთელი თავისი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და
მიწისმიერი სხეულისთვისაა დამახასიათებელი; ვინც არ მოიძაგებს ყოველგვარ
ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ
მამა-ღმერთს არ მიაპყრობს ზეცად, - ის ვერ მოიპოვებს სულიერ ხსნას.
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 599 | Добавил: daviti | Дата: 08.12.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა



წმიდა ისააკ ასური
”სულიერი
სიბრძნე ამსოფლიური სიბრძნისაგან იმით განირჩევა, რომ სულიერი
სიბრძნისგან, სულში დუმილი დაემკვიდრება, ხოლო ამსოფლიური სიბრძნისგან -
მრავლისმეტყველებისა და განცხრომის წყარო გადმოდის”.

”უმოწყალო სული სიბრძნეს განშორდება, ხოლო მოწყალე სული სულიწმიდის მიერ მიიღებს სიბრძნეს”.

”იდევნე
შენ და ნუ სდევნი სხვათა. ჯვარს ეცვი და ნუ ჯვარს აცვამ. ივნე და სხვას ნუ
ავნებ. თავს იდევ ცილისწამება და ნუ დასწამებ ცილს. იყავ წესიერი და
ნურავის ეშურები ბოროტსა ზედა”.


”ლოცვა იმ ადმიანისა ვისაც ძვირი
ახსოვს, კლდეზე დათესილ თესლს ჰგავს. უწესო მოღვაწე - უნაყოფო ხეა. შურით
მხილება მოწამლული ისარია. ბრძენთა საუბარი ტკბილი წყაროა. ბოროტის მოქმედ
კაცთან ყოფნას მხეცებთან ერთად ყოფნა სჯობს. განრღვეულთა შორის ჯდომა სჯობს
ამპარტავანთა შორის ჯდომას”.

”იმ დღეს როდესაც ვინმეზე ცუდს იტყვი შენი თავი მკვდრად ჩათვალე უფლის წინაშე”.

”როგორც
აგიზგიზებული ცეცხლის ალს ვერავინ შეაჩერებს რომ ზეცად არ ავიდეს, ასევე
მოწყალე კაცის ზეცად მიმავალ ლოცვას ვერავინ შეაჩერებს”.

ბოროტი ჩვეულების უფრო გეშინოდეს ვიდრე მტრებისა.

სული რომელიც თავად სნეულია და სხვებს ასწავლის ბრმა წინამძღოლს ჰგავს.

ის ვინც ლოცულობს და მარხულობს მაგრამ ძვირისმხსომელია იმ კაცს წააგავს ვინც ზღვაზე თესავს და იმედი აქვს რომ მოიმკის.

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 934 | Добавил: daviti | Дата: 24.11.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

ბევრი მართლმადიდებელი ვარდება ცოდვაში, როცა თავისებურ ახსნას უძებნის
რელიგიურ საკითხებს. ეკლესიურ დოგმებს ეწინააღმდეგება და ყველაფერს
თავისებურად აკეთებს, ისე, როგორც მას ესმის. ქრისტიანმა რომ შეცდომა არ
დაუშვას, სწორედ ამისთვის არსებობს წმინდა წერილები, ღირს მამათა
დარიგებანი და სწავლებანი, დაბოლოს, სწორედ იმისთვის გვყავს სულიერი
მოძღვარი, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მან გაგვცეს და დასკვნები თავად არ
ვაკეთოთ. ამ საკითხზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის
ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე).

– მამაო, ხშირად გვსმენია, გონებით ან გულით მწამს უფალიო. და მაინც, როგორ უნდა გვწამდეს ღმერთი – უფრო გონებით თუ უფრო გულით?


ფიქრით, აზროვნებით, შინაგანი შემეცნებით, საეკლესიო საიდუმლოებების
განაცხადით, ეკლესიური ცხოვრებით... თუ ასე შევიმეცნებთ უფალს, აუცილებლად
მოხდება ადამიანის გონების ცვლილება, მისი მოქცევა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ
ადამიანი თითქოს სწორად აზროვნებს, მაგრამ გული სხვა მხარეს ეწევა და
ცოდვებში ვარდება, გაორებული ხდება. არსებობს მეორე უკიდურესობაც –
ადამიანი მხოლოდ გულით მოქმედებს და არ სურს, გონება დაძაბოს, უფალი
შეიმეცნოს. თავს არ იწუხებს წმინდა წერილებისა და ღირსი მამების წიგნების
კითხვით. ზოგი მარტო ზიარებით, აღსარებით, ეკლესიაში სიარულით ცდილობს
წინსვლას და არა – გონებრივი შემეცნებით, გამოცდილებით. ხშირად გონებით
სწამთ ღვთის არსებობა, ბევრს კითხულობენ, აზროვნებენ, მაგრამ არ აქვთ
საეკლესიო ცხოვრების გამოცდილება. ესეც სულის დაზიანების ნიშანია. ამიტომ
გეტყვით, ეკლესიური ადამიანი უნდა გახდეს მეცნიერი და მეცნიერი –
ეკლესიური.

ზოგიერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი სრულიად უარყოფს
ეკლესიურ ცხოვრებას, ვარდება განყენებულ ღვთისმეტყველებაში და მიაჩნია, რომ
ეკლესიური ცხოვრება ზოგადი, საჯარო ქრისტიანული ცხოვრების გზით ღვთის
შემეცნების გზაა, რომელიც რჩეულებისთვის კი არ არის განკუთვნილი, არამედ
მასისთვის.

ზოგიერთი მორწმუნე მხოლოდ პირადი გამოცდილებით ვარდება
ილუზიებსა და განცდებში და უარყოფს გონებრივ გამოცდილებას. ის აზრი, თითქოს
მისტიკური გამოცდილება მხოლოდ ნიჭიერი ადამიანების პრეროგატივაა,
დანარჩენებს კი დოგმატური სწავლების ბრმა მორჩილების შესაძლებლობა რჩებათ,
მცდარია. წინასწარმეტყველებს, რომლებსაც ღმერთი ელაპარაკებოდა, მოციქულებს,
რომლებიც თავიანთი ყურით ისმენდნენ სიცოცხლის სიტყვებს, ჰქონდათ
სარწმუნოება, რომელიც ღმერთთან ურთიერთობის პირად გამოცდილებაზე იყო
დამყარებული. სხვებისთვის ასეთი გამოცდილება მიუწვდომელია, ყოველ
შემთხვევაში, სავალდებულო არ არის. საჭიროა, ადამიანს ჰქონდეს რწმენა და
ესმოდეს საეკლესიო სწავლება.

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 845 | Добавил: daviti | Дата: 04.11.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

« 1 2 3 4 5 ... 7 8 »
საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz