სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » სხვა და სხვა
საქართველოში ბევრი წმინდა ადგილია, მაგრამ ბევრი მათგანის შესახებ ერში არაფერი ვიცით. მათ შორისაა იმერეთში, ჭიათურაში კაცხის წმინდა სვეტი, სადაც ოდესღაც მესვეტე ბერები მოღვაწეობდნენ. საქართველოში მესვეტეობას საფუძველი ასურელმა მამებმა ჩაუყარეს. მეცნიერთა ვარაუდით, ასურელი მამები მოწაფეები უნდა ყოფილიყვნენ სირიაში, შავ მთაზე მოღვაწე მამის, სვიმონ მესვეტისა.
გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი კაცხის სვეტს ასე აღწერს: "...აღმოსავლეთით არს კლდე ხრამსა შინა ამოყვანილი ვითარცა სუეტი, ფრიად მაღალი მის კლდის თხემზე არს ეკლესია, არამედ ვეღარარა აღავლის კაცი, არც უწყიან ხელოვნება აღსვლისა".
ლეგენდის მიხედვით, ვინც კაცხის სვეტზე ავიდოდა, თვალები დაევსებოდა. პირველად იქ ალპინისტ ალიოშა ჯაფარიძის მეთაურობით ჯგუფი ავიდა. მათ შორის მწერლები ლევან გოთუა და აკაკი ბელიაშვილიც იყვნენ. მათ იქ ქვით ნაშენი, დანგრეული პატარა ზომის ეკლესია დახვდათ. მის სამხრეთით იყო აკლდამა, რომელშიც ერთი ადამიანის ჩონჩხი ესვენა. იქვე იყო ექვსი ცალი ქვევრი წყლის მარაგისთვის, ბერების საცხოვრებელი, კელია. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ იქ მესვეტე ბერები ცხოვრობდნენ. არავინ იცის, უკანასკნელი მათგანი როდის გარდაიცვალა და როდის შეწყდა სვეტზე ცხოვრება.
უფლის ნებით, დაახლოებით 15 წლის წინ იმ ადგილას განდეგილი ბერი დასახლდა. კაცხის სვეტზე პირველად მაშინ აინთო ნაკურთხი სანთელი. მალე იქ სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და კაცხის სვეტზე მესვეტე, განდეგილი ბერი დაიწყებს ცხოვრებას.
ჩვენი რესპონდენტის, ნინო ხუციშვილის დედულეთი ჭიათურაშია. ამიტომ კაცხის წმინდა სვეტზე ბავშვობიდან ჰქონდა გაგონილი. ახლა კი ის ადგილი მისი ოჯახისთვის საოცრად ბევრს ნიშნავს. ამბობს, რომ იქიდან მისი ოჯახის ყველა წევრს საოცარი მადლი ეფინება. ფიქრობს, რომ სწორედ ამ მადლმა ტაძრამდე მიიყვანა. ნინო 25 წელი სხვადასხვა სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლში ცეკვავდა. გათხოვების შემდეგ კი სცენას ჩამოშორდა. მისი მეუღლე, ზვიად ზაქარეიშვილი, მართლმადიდებელი მრევლია. მათ ორი შვილი, ზაზა და საბა ჰყავთ. ოჯახი თბილისში ცხოვრობს, თუმცა ჭიათურას ხშირად სტუმრობს.
|
მამათა გამონათქვამები - მოთმინებასა და მორჩილებაზენებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
მორჩილება ცეცხლივით სწვავს ვნებებს. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის. წმ. ანტონი დიდი
რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!" მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიამოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ. ღირსი ანტონ ოპტინელი
|
მამათა გამონათქვამები - ავადმყოფობებსა და განსაცდელებზევინც ავადმყოფობისას ითმენს და მადლობს უფალს, ის მოწამის გვირგვინს იღებს. წმ. იოანე ოქროპირი
გიკვირს განა, რატომ მომივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება - ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოველივე დაჰკარგოს, მშიერი და მწურვალი იყოს, სნეულებებმაც შეაწუხონ, რათა იძულებული გახდეს კვლავ შენ დაგიბრუნდეს?! აბა, განა ასე არ მოიქცევი?! დიაღაც, რომ ამას იქმ, და როცა უძღები შვილი დაგიბრუნდება, სიხარულით ჩაიკრავ მას გულში და მშვიდობით შეიწყნარებ! მაშ, რაღად გიკვირს შემოქმედი ღმერთის ზრუნვა ჩვენზე, მის უძღებ ცოდვილ შვილებზე? მას ხომ უსაზღვროდ ვუყვარვართ და მხოლოდ ის სურს, რომ დავუბრუნდეთ და სამარადისო მისმიერ სიხარულში ვჰგიებდეთ! წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
|
 სასოწარკვეთილებაზე სასოწარკვეთილების წუთებში იცოდეთ, რომ უფალი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ უფალს. ს.ა. ნილუსი ყოველგვარ მწუხარებაში: ავადმყოფობაში, შეჭირვებაში, გაურკვევლობასა და უსიამოვნებაში უმჯობესია ნაკლები იფიქრო და ცოტა ესაუბრო საკუთარ თავს, მეტი ილოცო, თუნდაც ხანმოკლედ შეევედრო ქრისტე ღმერთსა და მის ყოვლადწმიდა დედას. ამგვარად სასოწარკვეთილება გაივლის და გული ღვთის იმედითა და სიხარულით აღივსება. ღირსი ანტონ ოპტინელი ეშმაკის მზაკვრული საქმეა სასოწარკვეთილება ჩაგვინერგოს მას შემდეგ, რაც ცოდვაში ჩაგვაგდებს. აბბა სტრატილატე
შურზე შური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც. წმ. გრიგოლ პალამა
სიმდიდრესა და სიგლახაკეზე თქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი
ხშირად შეაგონებდე საკუთარ თავს, რომ ან სიმდიდრე დაგტოვებს მოკლე ხანში, ან შენ დატოვებ სიმდიდრეს. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
|
 "ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა" ჩვენ ხშირად გვსურს ვამხილოთ და დავმოძღვროთ ჩვენი ახლობლები. მაგრამ უმეტესად ამით მხოლოდ ზიანს ვაყენებთ. ვასწავლოთ სხვას - ეს ძალიან ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა და მხოლოდ სულიერად ძლიერ ადამიანს ძალუძს. როგორც ღირსი იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: "ვისაც სურს, ასწავლოს სხვას ან მისცეს რჩევა, თავდაპირველად თვითონ უნდა განიწმინდოს ვნებებისაგან, რომ არ შეცდეს ღმრთის ნების შემეცნებაში და კარგად გაიგოს მისი სულიერი წყობა, ვისაც ის სიტყვას ეუბნება. ყველას ერთნაირად არ რგებს ერთი წამალი, თუმცა, შეიძლება ავადმყოფობა ერთი და იგივე იყოს". რჩევის ან მითითების მიცემის თაობაზე ღირსი ისააკ ასური ამბობს: "თუ შეეცდები ვინმეს რაიმე სასარგებლო უთხრა, უთხარი ისე, თითქოს შენც სწავლობ, არა მბძანებლობით და ურცხვად, და მანამდე შენი თავი განსაჯე და აჩვენე, რომ შენ მასზე დაბალი ხარ, რათა მსმენელს სიმდაბლის ფასი დაანახო და შენი მოსმენის სურვილი გაუღვიძო". ამასთან ერთად არის ერთი ფორმა ახლობელი ადამიანის სწავლებისა და დარიგებისა, რომელიც ყველასათვის მისაღებია და ყოველთვის შეიძლება გამოვიყენოთ: ეს არის სწავლება საკუთარი ცხოვრების და ქცევის მაგალითით. ეს მდუმარე ქადაგება ყველაზე უფრო დამარწმუნებელია და თვით მქადაგებლისთვისაც მაცხოვნებელია.
|
|
|
|
|