სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » სხვა და სხვა
მამათა გამონათქვამები - სინანულზე „სიკვდილის წინ შევინანებ" – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა. ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი. თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ. საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს. წმ. ტიხონ ზადონელი
ნუ იტყვი: „ხვალ", იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია. წმ. გრიგოლ დიოლოღოსი
ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო. წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს. აბბა ისაია
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით. წმ. ეფრემ ასური
ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე. წმ. ეფრემ ასური
|
მამა გაბრიელი - აბორტზე
ერთხელ ეკლესიაში მრევლმა მთხოვა ერის გამრავლებისათვის გადამეხადა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი. გადავიხადე და შემდეგ დავბრუნდი მცხეთაში. ღამით ასეთი სიზმარი ვნახე: ვდგევარ მინდორში. უცებ მომიახლოვდა ძველი მეომარივით ჩაცმული, ფარით და შუბით აღჭურვილი ორი პირქუში კაცი. მკლავზე ხელი მომკიდეს და ძალით მიმიყვანეს ეკლესიის მსგავს შენობასთან, რომელსაც თავზე ჯვარი არ ჰქონდა.
შენობას ორი კარი ჰქონდა, შესასვლელი და უკან გასასვლელი. მაიძულეს წინა კარით შევსულიყავი და კარიც მომიხურეს. შესვლისთანავე შეძრწუნებული კედელს გავეკარი, რადგან იატაკი სისხლის გუბით იყო სავსე, ჭერიდან კი ყველგან განუწყვეტლივ ცვიოდა სისხლიანი ნაკუწები. ვხედავდი, რომ ეს იყო ჩვილი ბავშვების დაგლეჯილი და დანაწევრებული სხეულის სხვადასხვა ნაწილები: ხელები, ფეხები, თითები, ყურები, ტანი, პირი, ცხვირი, თავი და სხვა. იატაკს შუაში დიდი ხვრელი ჰქონდა, საიდანაც სისხლში არეული ის ხორცის ნაფლეთები დაბრუნებული მორევივით სწრაფად რაღაც სიბინძურეში გაედინებოდა, მიუხედავად ამისა მთელი იატაკი მუხლის სიმაღლემდე სავსე იყო სისხლის გუბით, რადგან გამუდმებით ემატებოდა და ემატებოდა ჭერიდან ჩამოსული სისხლი და სისხლიანი ნაკუწები.
|
მამათა გამონათქვამები
ოჯახზე, ქორწინებაზე, ბავშვებზეჯობს ხშირად ღმერთს ელაპარაკო შენი შვილის შესახებ, ვიდრე შვილს ღმერთის შესახებ. ყმაწვილის სულს თავისუფლება სწყურია, ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებას. იმის მაგივრად, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავი აბეზრო და ყოველი წვრილმანისათვის ლანძღო, ეს საქმე ქრისტეს მიანდე, ღვთისმშობელს და წმინდანებს და მათ თხოვე მისი გამოსწორება. ბავშვს ისე მოექეცით, როგორც კვიცს ექცევიან: ხან მიუშვებენ, ხან მოწევენ სადავეს. როცა კვიცი წიხლებს ისვრის, ხელს ნუ შეუშვებ სადავეს, ოდნავ მოუშვი, თორემ აღვირს გაწყვეტს. მაგრამ როცა დამშვიდებულია, მოჭიმე სადავე და წაიყვანე იქით, საითაც გსურს. მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდა იყოს: შენი ორეული. ათონელი ბერი ეპიფანე
|
მამა გაბრიელის რჩევები *ღმერთი დაუსაბამო სიკეთე ,დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს,მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.
* ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს . სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.
* ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო.
* ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ..
* სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შესძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.
* როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება ..
* შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს ნახევარი მადლი შენზე გადმოდის ..
* თუ არ იცი მოყვასის სულიერი მდგომარეობა, რჩევას ნუ მისცემ,იქნებ შენი რჩევით დაიღუპოს კიდეც..
* იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე. ამაზე დიდი არაფერია .
|
წმიდა ანტონი დიდი
"სწავლა – დარიგებანი". (გადაწერეთ ძალიან საინტერესოა)
|
|
|
|
|