მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » სხვა და სხვა
მოწყალების მადლი

ერთ-ერთ
მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც
გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და გლახაკებისადმი მოწყალებით. იგი ზიარებისა
და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში, და
აი, ერთხელაც მოძღვართან გზად მიმავალმა დავარდნილი, დაწყლულებული გლახაკი
დაინახა, რომელიც ადგომას და იმავე მონასტრისაკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ
ძალა არ ჰყოფნიდა. მარტირიმ ძირს გაფინა თავისი მანტია, ზედ დააწვინა
დავრდომილი, მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა ტაძრისკენ.
წინასწარგანჭვრეტის
ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერმა მამამ საძმოს წევრებს უბრძანა:
იჩქარეთ, ახლავე გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და მხრებით
ღმერთს მოაბრძანებსო.
მარტირიმ კი ალაყაფის კარს რომ მიაღწია,
დავრდომილი მიწაზე დასვა, რათა კარები გაეღო, მაგრამ როცა გლახაკის
ასაყვანად მიბრუნდა, აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამაღლებული იესო
ქრისტე და გაიგონა სიტყვები: "მარტირი, შენ არ უგულებელმყავ მე მიწაზე, მე
არ უგულებელგყოფ შენ ზეცაში. შენ აქ შემიწყნარე, მე კი საუკუნოდ
შეგიწყნარებ შენ".
მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ.
მოძღვარმა ჰკითხა: ძმაო ჩემო, სად არის ის, ვინც შენ მხრებით მოგყავდა?!
მარტირიმ ცრემლით უპასუხა: მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან
დავემხობოდიო.
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 575 | Добавил: daviti | Дата: 01.10.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

1927 წელს წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ლოცვით განიკურნა ებრაელი მოსე კალმანოვიჩი, რომელმაც შემდეგ ქრისტიანობა მიიღო.

დალაქი
მოსე კალმანოვიჩი კუჭნაწლავის კიბოთი იყო დაავადებული. ყოველგვარმა
მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა, ავადმყოფობა დღითიდღე ძლიერდებოდა. საკვებად
მხოლოდ სითხის მიღება თუ შეეძლო. ბოლოს ცოლთან ერთად მოსკოვში, ერთ-ერთ
ცნობილ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა. ხანგრძლივი და გულდასმით
გამოკვლევის შემდეგ ექიმმა კალმანოვიჩის ცოლს უთხრა, რომ ავადმყოფი მხოლოდ
ორ კვირას თუ იცოცხლებდა და შინ დაბრუნება ურჩია.

როდესაც
კლინიკიდან სახლში ბრუნდებოდნენ, გზად წმიდა პანტელეიმონის სამლოცველოს
ჩაუარეს. კალმანოვიჩმა მასში შესვლა მოისურვა. ცოლი დაბეჯითებით
უმტკიცებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან ეს მათ რელიგიას
ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ავადმყოფმა თავისი გაიტანა და სამლოცველოში
შევიდა. იქ იმ დროს საზოგადო ლოცვა აღესრულებოდა. კალმანოვიჩი მივიდა წმიდა
პანტელეიმონის ხატთან, დაიჩოქა და ღვთისმსახურების დამთავრებამდე არ
ამდგარა. შემდეგ მიეახლა ხატს და ცრემლმორეული ემთხვია. სამლოცველოდან
გამოსულმა კი ცოლს უთხრა: „სრულიად ჯანმრთელი ვარ, არაფერი მაწუხებს,
ახლავე დავბრუნდეთ კლინიკაში და შევამოწმოთ".

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 530 | Добавил: daviti | Дата: 24.09.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

გადიდებთ შენ ყოვლადწმინდაო დედაო
ქრისტეს ღვთისა ჩვენისაო და ყოვლად
დიდებულსა მიცვალებასა შენსა ვადიდებთ



ყოვლადწმინდა ქალწული დაუცადებლად
ისწრაფოდა ცისკენ და ლოცულობდა, ზეციურ სავანეში გადასახლებულიყო, რათა
დამტკბარიყო თავისი ძისა და ღმერთის სხივცისკროვნებით. მხურვალედ
ევედრებოდა თავის ძეს, რომ, რაც შეიძლება ჩქარა გადაესახლებინა იგი ზეცაში.

ერთხელ ზეთისხილის მთაზე ლოცვისას მას მთავარანგელოსი გაბრიელი გამოეცხადა
და ახარა, რომ მისი ზეცაში აღსვლის დრო ახლოვდებოდა და რომ ეს მოვლენა
სამი დღის შემდეგ აღსრულდებოდა. ამ ხარების დასამოწმებლად მან სამოთხეში
დანერგილი ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ ეს რტო, რომლიც
ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა, მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმოსაური
სიხარულით მიიღო ღვთისმშობელმა სამოთხის რტო. შეუვრდა უფალს, მადლობდა და
ევედრებოდა, რომ სხეულიდან განსვლის ჟამს მის თვალებს წყვდიადის მთავარი და
ჯოჯოხეთის საშინელებანი არ ეხილა, რომ მისი სული ღვთაებრივი ხელით თვით
უფალს მიეღო. ასევე, ითხოვდა, რომ აღსრულებამდე მისცემოდა შესაძლებლობა,
ენახა წმინდა მოციქულები, რომლებიც საქადაგებლად ქვეყნიერებაზე იყვნენ
განბნეულნი.
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 753 | Добавил: daviti | Дата: 28.08.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა


მამათა გამონათქვამები - ღმერთზე და დღესასწაულებზე
მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.

წმ. ეფრემ ასური

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში
ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ
რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.

წმ. ტიხონ ზადონელი

როცა
ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი
ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა
ამა სოფლისათა.

წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 671 | Добавил: daviti | Дата: 19.07.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

მამათა გამონათქვამები - მიმტევებლობაზე

სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.
აბბა ისაია

როდესაც
მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი
მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.

წმინდა იოანე ოქროპირი

როდესაც
სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ
ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.

წმ. ამბროსი მედიოლანელი

ვისაც
ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ
ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.

წმ. ნილოს სინელი

რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არა, ეშმაკმა გატკინა გული, ავადმყოფი კი არა, ავადმყოფობა გძულდეს.
დედა სინკლიტიკია

ცოდვები შეიძულე და არა ცოდვილი.
პროტოპრესვიტერი პ. სოკოლოვი

ნამდვილი
ქრისტიანული სიყვარული იმაში მდგომარეობს, რომ თავი შეიკავოს სამართლიანი
შურისძიებისგანაც კი და იგი ღმერთს მიანდოს. „ჩემი არს შურისმიგებაჲ და მე
მივაგო - იტყვის უფალი" (რომ. 12, 19).

პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი

მიიღე სინანულით მოსული, როგორც უფლის გზავნილი, რათა ამით არ შეურაცხყო და განარისხო თავად ღმერთი.
წმ. ეფრემ ასური
Категория: სხვა და სხვა | Просмотров: 781 | Добавил: daviti | Дата: 01.07.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

« 1 2 3 4 5 6 7 8 »
საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz