მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » წმინდანები
წმიდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი) – თბილისში წამებული (+786)

მე-8 საუკუნეში სარკინოზთა უღელმა მძიმე დღეში ჩააგდო ქართლი. არაბები
ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ჩვენი განადგურების
საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა,
ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით.
შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა".
სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს
კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც.
ქართლ-კახეთის აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს
დაბრალდა და არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო.
სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის
მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა
ერისმთავარს საქართველოში. მიუხედავად ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული
იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში,
ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო
მთელი სულითა და გულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად
ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას
განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა
ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა
შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა,
ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო
აფხაზეთში: "მეშინის მე შენთვის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ
სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაი
შენი წარწყმიდო", - უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რაითა ეუწყოს
განცხადებულად ქრისტიანობაი ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ", - უპასუხა
ნეტარმა.

Категория: წმინდანები | Просмотров: 655 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.
სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე
ლიპარიტის ძე, შემდეგ, მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვებების
მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო.
ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებში შეაფარეს თავი.
დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები,
ამოხოცეს მოსახლეობა.
ერთ დროს ქრისტეს მოყვარე ერი უსჯულოებამ და
ცოდვამ მოიცვა. . . "ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ
შესცოდეს ღმერთს და მიიქცეს გზათგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა".
აღდგომის დღეს "მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა
საფუძველითურთ". საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.

ასე გაჭირვებისა და უბედურების ჟამს "იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა
მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგმმან დავით,
ღმერთისა მამისაგან და თვით სამეოცდამეთსხრამეტემან შვილმან ამის
დავითისმან, დავით". საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა
განსწავლული, ბრძნადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელის მპყრობელი,
ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი,
მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.
Категория: წმინდანები | Просмотров: 856 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი.


ღირსი მამა ბასილი დიდი დაახლოებით 330 წელს დაიბადა კაბადოკიის დედაქალაქ
კესარიაში. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო
მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდანის ბაბუა და ბებია
დიოკლეტიანეს დროინდელი დევნისას შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდნენ
ტყეში. წმიდა ბასილის დედა, ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი,
უფროსი ბასილი, ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი.

ოჯახში ათი ბავშვი იზრდებოდა - ხუთი ვაჟი და ხუთი ქალი. მათგან ხუთი
წმიდანად იქნა შერაცხილი: ბასილი, მაკრინე, გრიგოლ ნოსელი, პეტრე
სებასტიელი და ღირსი თეოზვა დიაკონისა.

სიყრმე ბასილიმ მამა-პაპისეულ მამულში გაატარა, პირველდაწყებითი განათლება
მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან
სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა.
გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: "რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს
საფილოსოფოსოისა სწავლისა და, უზეშთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო
ქრისტიანეთაი". კესარიიდან ბასილი ეწვია კონსტანტინოპოლს და რიტორიკას
სწავლობდა ცნობილ ლიბანიოსთან. თავისი განათლება მომავალმა ეპისკოპოსმა
გააგრძელა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით ცნობილ ქალაქ ათენში. ათენში
ღირსი ბასილი დაუმეგობრდა გრიგოლ ღვთისმეტყველს. მათმა მეგობრობამ მთელი
ცხოვრების მანძილზე გასტანა. დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი კესარიაში
დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე
გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა.
ოცდახუთი წლის ასაკში გახდა ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი.

Категория: წმინდანები | Просмотров: 566 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა
ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები - ღარიბი მიწათმოქმედები - კეთილმსახურებით
ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა,
დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. ერთხელ
მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც
ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა.
განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა წუთისოფლის ამაო შფოთს და
ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი
- ნიზიბიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი
მამა უხვად იხვეჭდა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებებს და სულიერებაშიც
სწრაფად წარემატებოდა. წმიდა იაკობი ეფრემის ხასიათსა და შემართებას სწორ
მიმართულებას აძლევდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების
სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში
გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა
თოთხმეტი წლის განმავლობაში, მის აღსასრულამდე.
Категория: წმინდანები | Просмотров: 622 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

ღირსი შიო მღვიმელი (VI), ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა
მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ
შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა
საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის, იოანეს
ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და
მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც
წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა,
მოწაფეებს უთხრა:"იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა
მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის
ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს, მშობლებისაგან ნებართვა აეღო.
გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა
საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.
ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის
ნება დართო. ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო
მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო. შემდეგ ღირსმა
იოანემ იხილა ზეგარდმო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წასულიყო
ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის,
რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო. საქართველოში ჩამოსული მამები
ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით
და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.

Категория: წმინდანები | Просмотров: 630 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

« 1 2 3 4 5 »
საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz