მთავარი რეგისტრაცია შესვლა
მენიუ

კლიპი

გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 104

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

...

მთავარი » წმინდანები
ღირსი მამა არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი
ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი
იყო. დავით რექტორი წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი
ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა
იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებლისა
მეფისა".
ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით
მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა. მას
საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ
მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც ცხრა
წიგნისაგან შედგება და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდის
(379-395) მეფობამდე. აქვე, მანგანის მონასტერში თარგმნა არსენმა
დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებული, რომელსაც ქართულ მწერლობაში
"დოგმატიკონი" ეწოდება. შემდეგ არსენი შავ მთაზე წავიდა და მოღვაწეობა
ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ
არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა
მთარგმნელობითი მოღვაწეობა.
Категория: წმინდანები | Просмотров: 674 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

ღირსი ექვთიმეს მშობლებს - მდიდარ და კეთილმსახურ ქრისტიანებს, პავლესა და
დიონისიას, შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს,
მოწყალება მოეღო მათზე. ერთხელ ლოცვად დამდგარ მეუღლეებს ზეგარდმო ხილვით
ეხარათ: "იხარებდით, იხარებდით, რამეთუ ღმერთსა მოუცემის თქუენდა ძე და
სახელი მისი - სიხარული, რამეთუ ღმერთმან შობითა მისითა მოსცეს სიხარული
ეკლესიათა თვისთა". მართლაც, მალე შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ექვთიმე -
სიხარული დაარქვეს. მადლიერმა მშობლებმა აღთქმა დადეს, რომ ნანატრ პირმშოს
ღმერთს შესწირავდნენ.
სამი წლის შემდეგ ექვთიმეს მამა გარდაეცვალა.
დედამ იგი ძმას - ხუცეს ევდოქსეს მიჰგვარა. ბიძამ ბავშვი ეპისკოპოს
ოტრიოსს წარუდგინა, რომელმაც სიხარულით იტვირთა ღვთის რჩეულზე ზრუნვა და
მალე მკითხველად დაადგინა იგი. ექვთიმე საოცარ გულისხმიერებას იჩენდა
სწავლაში: "წარემატა ყოველთა ჰასაკითა სწორთა მისთა სწავლითა და
სიყუარულითა ღმრთისაითა". იგი კეთილმსახურებითაც გამოირჩეოდა: "სიმდაბლითა
და იწროებითა და სიწმიდითა ხორცთაითა ცხონდებოდა და ჟამისწირვაი ფრიად
უყუარდა, დაიცვიდა სანთელსა ქალწულებისასა და ზეთად ნათლისა მისისა იყო
წყალობაი და მოწყალებაი".
Категория: წმინდანები | Просмотров: 582 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა,
ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა
უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა,
ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას,
წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი
ღმრთისაჲ". ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია
ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა
და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას
განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის
ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და
გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა". რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან
ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით
აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

Категория: წმინდანები | Просмотров: 689 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

წმიდა მოციქული სვიმეონ მოშურნე - კანანელი კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო
წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის
ღვინოდ გადაქცევა - სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზე
ღვინო შემოაკლდათ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი
ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ხილვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი
სულითა და გუილთ ირწმუნა იესო ქრისტესი, როგორც აღთქმული მესიისა, დატოვა
ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა
მოციქულებთან ერთად სვიმეონზეც გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა
მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში,
ეგვიპტეში, კირინეაში, ბრიტანეთში...
წმიდა სვიმეონმა ანდრია
პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია
შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა
წარმართთა მოსაქცევად.
წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში,
სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის
მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა
მოციქული მოღვაწეობდა.
Категория: წმინდანები | Просмотров: 699 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

ღირსი სერაფიმე საროველი
(ერობაში - პროხორი მოშნინი) - რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი
- დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა
და მცირეწლოვანი ყრმა დედის - აღათიას მზრუნველობის ქვეშ დარჩა.
ბავშვობიდანვე უფრთხილდებოდა
უფალი თავისი მადლის რჩეულ ჭურჭელს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი
სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ
დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და
განკურნება აღუთქვა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა
ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში აყვანილი ბავშვი გამოარბენინა
და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო გამოჯანმრთელება.
პროხორეს საოცარი მეხსიერება
ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა. ბავშვობიდანვე უყვარდა
ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა
ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და
სახარებისეული ჭეშმარიტებების წვდომა იზიდავდა.
პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა,
თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო.
Категория: წმინდანები | Просмотров: 921 | Добавил: daviti | Дата: 28.05.2010 | Комментарии (0) სრულად ნახვა

« 1 2 3 4 5 »
საგალობლები

კლიპი

კლიპი

კლიპი

...


Copyright MyCorp © 2025
Create a free website with uCoz